შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ბანგლადეშის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

კომენტარები