ქრთამის აღება

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი დავით ჩიკვაიძე დააკავა.

სამსახურის ცნობით, გამოძიების დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება.

სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები