ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჭიაბერაშვილი: დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი უკანა კარიდან გაგვეპარა

39 წუთი ადგილობრივი პოლიცია იღებდა ინსტრუქტაჟს და ფიქრობდა იმაზე, რომ მოვიდოდა, რა უნდა ეთქვა. ამას რა მოჰყვა? როდესაც ზაზა კედელაშვილი და მე ჩავედით, ბუნებრივია, ოფისის შემდეგ წავედით პოლიციაში, რათა დავლაპარაკებოდით პოლიციის უფროსს და უბრალოდ, გაგვეგო ინფორმაცია - რას ფიქრობდნენ, გამოძიება როგორ მიმდინარეობდა, ხომ არ ჰქონდათ ხელის შემშლელი ფაქტორები და ა.შ. ერთ-ერთი მოწმე ამ დროს შენობაში იმყოფებოდა, გამოვიდა და თქვა - როგორც კი თქვენ დაგინახეს, პირდაპირ ასე თქვა პოლიციის უფროსმა, რომ ახლა ნაციონალები მოვიდნენ, მაგათთან ლაპარაკის თავი არ მაქვსო და უკანა კარიდან გაიპარა. პოლიციის უფროსი რომ უკანა კარიდან გაიპარება, იქ რომელ სახელმწიფო ინსტიტუტებზეა ლაპარაკი. რა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი. რა სიგნალს იღებს ის ადამიანი, რომელმაც შუაღამისას აიღო იარაღი და დაცხრილა ჩვენი ოფისი? ის იღებს სიგნალს, რომ პოლიცია ჯიბეში ჰყავს, მთავარია, მან დაიმსახუროს ღარიბაშვილების და თამაზაშვილების ლოიალობა, თორემ დანარჩენს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ამას პირდაპირ მივყავართ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი დედოფლისწყაროში ენმ-ის ოფისის დაცხრილვაზე. ჭიაბერაშვილმა გადაცემა თეორემაში აღნიშნა, რომ პოლიცია ადგილზე გამოძახებიდან 39 წუთში მივიდა.

კომენტარები