ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეას წყალბადის ბომბი აქვს

https://10minuteastronomy.wordpress.com

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ მან ქვეყანა ბირთვული იარაღების მფლობელ ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ თერმობირთვულ (წყალბადის) ბომბზე მუშაობა უკვე დასრულებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ქვეყანა მზადაა, საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური და თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი.

აღსანიშნავია, რომ თერმობირთვული ბომბი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ატომური.

კომენტარები