ტერაქტები პარიზში

ბატაკლანზე თავდამსხმელი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

BBC

პარიზში, 13 ნოემბერს ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე თავდამსხმელი მესამე პირის ვინაობა ცნობილია. ის 23 წლის ფაუდ მუჰამედ-აგიდია სტრასბურგიდან. მუჰამედ-აგიდი 2013 წლის ბოლოს, სავარაუდოდ, ჯიჰადისტებთან ერთად სირიაში იმყოფებოდა.

სხვა ორი ბატაკლანზე თავდამსხმელი პარიზელები - სემი ამიმური და ისმაილ ომარ მოსტეფაი არიან. სამივე ტერორისტი ტერაქტის დროს დაიღუპა.

პოლიცია ცდილობს ყველა თავდამსხმელის იდენტიფიცირებას, თუმცა, პროცესი რთულდება, რადგან ზოგიერთს ყალბი სახელი ჰქონდა, ზოგის სხეული კი თვითმკვლელი ჟილეტის აფეთქებამ სრულად დააზიანა.

13 ნოემბერს პარიზში ტერაქტებს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები