ტერაქტები პარიზში

AFP: სენ დენიზში სროლების შემდეგ სამი პირია დაკავებული

Reuters

ფრანს პრესი, პოლიციაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ პარიზში, სენ დენიზში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სროლების შემდეგ სამი პირია დაკავებული. BBC-ის ცნობით კი, სპეცოპერაციის შედეგად, სამი ადამიანია დაღუპული. მათ შორისაა ქალი, რომელმაც თავი აიფეთქა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სენ დენიზში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბააუდის აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები