ტერაქტები პარიზში

პარიზში სპეცოპერაცია გრძელდება

BBC

ჩრდილოეთ პარიზში, სენ დენიში სპეცოპერაცია გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციას და სამხედროებს შენობის გარშემო ალყა აქვთ შემორტყმული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში ერთი ტერორისტი რჩება.

ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ტერორისტი. მათ შორის, ერთი ქალი, რომელმაც თავი აიფეთქა. დაკავებულია 5 პირი. დაშავებულები არიან პოლიციელები.

სპეცოპერაცია პოლიციამ სენ დენიში დილით დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ შენობაში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბააუდი იმყოფებოდა.

სენ დენიში პოლიციას გზები ბლოკირებული აქვს. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, არ დატოვონ სახლები.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა სულ მცირე 129 ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები