ტერაქტები პარიზში

ISIS პარიზის ცენტრში აფეთქებებით ისევ იმუქრება

IG

ISIS-მა ახალი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც 3 ფრანგულად მოსაუბრე ტერორისტი პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო ზეიმობს და იმუქრება, რომ აფეთქებები პარიზის ცენტრში ისევ მოხდება. ვიდეოში ტერორისტები აცხადებენ, რომ აფეთქებები იყო შურისძიება იმ ფრანგების მიმართ, რომლებიც მუსლიმებს აწამებდნენ.

ვიდეოჩანაწერში ტერორისტები აცხადებენ: "ეს არის ალაჰის გამარჯვება. ეს გამარჯვება ამტიკიცებს, რომ ალაჰი ძლიერია. მისი წყალობით, ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ იმით, რომ ამდენი ურჯულო დაიხოცა".

შეგახსენებთ, რომ ISIS-მა ვიდეომუქარა 2 დღის წინაც გაავრცელა. ტერორისტები ყველა იმ სახელმწიფოს ემუქრებოდნენ, რომლებიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაშია ჩართული, მთავარ სამიზნედ კი ვაშინგტონს ასახელებდნენ.

კომენტარები