დაჭრა

ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

metro.us

ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რათა დადგინდეს, რა მუხლით დაიწყოს გამოძიება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები