კრიმინალი

თელავში ქალი ნაჯახით მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თელავში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დიმიტრი მ. თელავში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები