საქართველოს პატრიარქი

კობახიძე: საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს

საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს... იმედია, დაცხრა ვნებათაღელვა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ. ვისურვებდი, რომ უწმინდესის ჰუმანურ სურვილებზე და მის ემოციებზე მეტი "საფრთხე" არ "დაემუქროს" კონსტიტუციურ წესრიგს ამ ქვეყანაში. ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს და ვინც ამას უფრო დიდი "შემართებით" ვახერხებთ, აი, უფრო მეტ "დემოკრატად" მიგვაჩნია თავი. ცოტა სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს ეს ყველაფერი...

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე პატრიარქის ინიციატივაზე, რომ კარგი იქნებოდა, პატიმრების შეწყალების უფლება მასაც ჰქონდეს.

კომენტარები