თავდასხმა

კაიროში აფეთქებებს მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ რესტორანს დაესხნენ თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამწვრობებისა და კვამლით მოწამვლის შედეგად, დაიღუპა მინიმუმ 16 ადამიანი, 6 კი დაშავდა.

The Cairo Post-ის ინფორმაციით, რესტორანს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს და მათ, რესტორანში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს.

Reuters-სთან საუბარში კი, ეგვიპტის უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ამავე რესტორანის ყოფილი თანამშრომელი იყო.

რესტორანი სარდაფის ოთახში იყო განთავსებული, რამაც კიდევ უფრო გაართულა ადამიანების ევაკუაციის პროცესი.

კომენტარები