ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია. სწორედ ეს მიმაჩნია ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში შემაშფოთებელი მასშტაბით გამოვლენილი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიან გზად. ამ პრობლემისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ვითარების შეცვლის ამოცანების შესაბამისად წლევანდელი წელი ქალთა წლად გამოვაცხადე. დღეს ჩვენ ხმას ვუერთებთ მსოფლიოს სხვა ხალხების ძალისხმევას, რათა ერთად გავაცნობიეროთ ძალადობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა მიზეზები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გლობალურად, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ადგილებზე, იქ, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობის სივრცეა. ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ პრობლემის დასამარცხებლად, რომელიც ერთნაირად შეურაცხყოფს როგორც უზენაეს საკაცობრიო ფასეულობებს, ასევე ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის თანამედროვეობასა და მომავალს.
tbl.ge/pmp
დაკოპირდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
ამავე თემაზე
- ჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა
- UNWOMEN: საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია
- კალაძე ძალადობის მსხვერპლ ქალებს: იბრძოლეთ, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და საზოგადოება
- ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- გახარია: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალთა საქმე




