რუსეთ-საქართველო

კარასინი: შესაძლოა, ბელგრადში კვირიკაშვილი და ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, დეკემბრის დასაწყისში, ბელგრადში ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრთა საბჭოს შეხვედრისას, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ, იტარ ტასის ცნობით, კარასინმა პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

"კონკრეტული დაგეგმილი შეხვედრები არ გვაქვს, თუმცა, ხანმოკლე შეხვედრა შესაძლებელია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები