მეგობრებო, ჩემმა განმარტებამ რუსული ოკუპაციის პრობლემაზე, გარკვეულ წრეებში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა. მე არა საქართველოს ან ქართველი ხალხის ბრალეულობაზე, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობისა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ასობით ათასი დევნილი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს. სწორედ იმისთვის დაარსდა საქართველოს განვითარების ფონდი, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოინახოს ეფექტური მექანიზმი ოკუპაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად. მიმაჩნია რომ ეს ის საკითხია, რომელზეც სპეკულაცია დაუშვებელია და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად. დეკემბერში გელოდებით ფონდის პრეზენტაციაზე. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.
tbl.ge/cwf
დაკოპირდა

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე თავის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია".
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




