დავით ბორჩაშვილის დაკავება

სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი დააკავა. როგორც ტაბულას სუს-ში განუცხადეს, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს".

დამატებით კითხვებს ბორჩაშვილთან დაკავშირებით უწყებაში ამ დროსითვის არ პასუხობენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბორჩაშვილი გუშინ, თბილისის აეროპორტში დააკავეს, შემდეგ კი მოდულში გადაიყვანეს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.

ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული იმყოფებოდა თურქეთში, სადაც მშენებლობაზე მუშაობდა. 

კომენტარები