უშიშროების საბჭოს სხდომა

კალაძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე: ეს ყველაფერი შოუს ემსგავსება

კრიზისების საბჭოზე, ალბათ, იყო ყველაფერი დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება, არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი შოუს ემსგავსება. მე არ ვაპირებ შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, ყველამ - ეს იქნება მინისტრები თუ პრეზიდენტი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების და ქულების წერას, მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას.

ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა 4 დეკემბერს დანიშნა.

კომენტარები