უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

დღის წესრიგით, სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ. 1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მიმდინარე სხდომას ესწრება უშიშროების საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის -პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც სხდომაზე ვერ მივიდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეა. ის საქართველოში არ იმყოფება.

კომენტარები