უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს დანიშნა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს, 16:00 საათზე დანიშნა. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

"სხდომაზე უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. 

კომენტარები