ტერაქტები პარიზში

პარიზში მიმდინარე სპეცოპერაციის სამიზნე აბდელჰამიდ აბააუდია

AP

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ პარიზში მიმდინარე სპეცოპერაციის სამიზნე 13 ნოემბრის ტერაქტების "სულისჩამდგმელი" აბდელჰამიდ აბააუდია. აქამდე ის სირიაში ეგონათ.

სპეცოპერაცია სენ დენიზში მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე ორი დაღუპულის შესახებ.

მანამდე, უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ სათვალთვალო კამერით მეცხრე ტერორისტი დაფიქსირდა. 

13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას სულ მცირე 129 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები