უსაფრთხოების სამსახური

მეჭიაური: სუს-ის დაფინანსების გაორმაგება რას ნიშნავს, ორი ხელფასი უნდა აიღონ?

ამას უნდა ითხოვდეს თვითონ სამსახური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, მთავრობა. უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რისთვის სჭირდება. ახლა გაორმაგება რას ნიშნავს? ორი მანქანით უნდა იაროს დეპარტამენტის იმან, ორი ხელფასი უნდა აიღოს, ორი მდივანი უნდა ჰყავდეს თუ რა არის? ეს უნდა იყოს გაწერილი კონკრეტულად, ორჯერ მეტია, სამჯერ მეტია, 10%-ით არის საჭირო გაზრდა თუ რა არის. უნდა იყოს გაწერილი ის ღონისძიებები, რა ღონისძიების დასაფინანსებლად სჭირდება თანხები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური თავისუფალი დემოკრატების ინიციატივაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება გაიზარდოს.

კომენტარები