უსაფრთხოების სამსახური

ენმ: ხელისუფლებამ სწორი პრიორიტეტები უნდა განუსაზღვროს უშიშროების სამსახურებს

ხელისუფლებას აქვს ნამდვილად ზედაპირული დამოკიდებულება იმ ახალი გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც არის საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოება. ამაზე მეტყველებს ის ერთგვარი მარათონი, რომელიც ხელისუფლების შიგნით პრეზიდენტსა და პრემიერს აქვს გამართული, ვინ უფრო სწრაფად ჩაატარებს გარკვეულწილად ფორმალურ შეხვედრას. მთავარია, რომ ხელისუფლებამ სწორი პრიორიტეტები განუსაზღვროს უსაფრთხოების და უშიშროების სამსახურებს და ნაცვლად ოპოზიციის დევნისა და თვალთვალისა, გაძლიერებული რისკებიდან გამომდინარე, მიხედოს იმ საკითხებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას გაზრდის.

ენმ-ის წევრი ზურაბ მელიქიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ.

კომენტარები