უსაფრთხოების სამსახური

ჯაფარიძე: ილუზია და ზღაპარია, რომ უსაფრთხოების საბჭოს რამის გადაწყვეტა შეუძლია

უსაფრთხოების საბჭო არის შექმნილი მხოლოდ იმის გამო, რომ ამ მთავრობამ არ იაროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე პრეზიდენტთან, რომელიც მანამდე არსებობდა. იმის გამო, რომ არსებობს რაღაც პირადი დაპირისპირება პრეზიდენტს მარგველაშვილთან. ეს საბჭო გადაქცეულია იმ ადამიანების დასაქმების ადგილად, რომლებსაც არანაირი ფუნქცია არ აქვთ და რომლებიც არც არაფერს აკეთებენ. თუ ნახავთ შემადგენლობას, ძალიან ნათლად ჩანს, რომ იქ არიან გადაყვანილი ადამიანები, რომლებსაც რაღაცა პირადი დამსახურებები აქვთ ამ ხელისუფლებასთან მიმართებით. უბრალოდ შეყარეს ერთად საბჭოში და უხდიან ძალიან მაღალ ხელფასებს და შემდეგ დანამატებს. ეს არის და ეს. საუბარი იმაზე, რომ ამ საბჭომ შეიძლება რამე გადაწყვიტოს, რაღაც გამოწვევებს გაუმკლავდეს, არის უბრალოდ ილუზია და ზღაპარი.

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ.

კომენტარები