რუსთავი 2-ის საქმე

კელი: რამე ხერხებით ტელევიზიის ჩაჩუმება გამოსავალი არ არის

რაც შეეხება უკანონო მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს... მესმის, [რომ მხარეებმა დაადასტურეს საუბრის ავთენტურობა] და მიუღებელია ისეთი შინაარსის განცხადებები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მოწოდებას ძალადობისკენ. ამის ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც ითქვა ოდესასა და თბილისში, თუ ამაში მთავრობა ხედავს ძალადობის გეგმას, რასაკვირველია, მას აკისრია საზოგადოების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება და მან ეს უნდა გააკეთოს. თუმცა რამე ხერხებით ტელევიზიის ჩაჩუმება გამოსავალი არ არის. ნათლად მინდა აღვნიშნო - ამას ვეუბნები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. საკვანძო საკითხია არჩევნები. ყველას ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ერთი რამ - იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და ლეგიტიმურ გარემოში.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები