თავდასხმა პარიზში

საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ზე მეტია

Reuters

პარიზში მომხდარი თავდასხმებისა და აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. Guardian-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი. ფრანგული მედიის ცნობით, რიცხვი სულ მცირე 42-ია.

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში კი 60-დან 100-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი.

პარიზში მოუწოდებენ მოსახლეობას, არ დატოვონ სახლები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში მომხდარ თავდასხმებთან და აფეთქებებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა. მან მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა. ობამამ საფრანგეთს მხარდაჭერა აღუთქვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ეს არ არის მხოლოდ პარიზზე ან ფრანგ ხალხზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ყველაზე, ვისაც ერთნაირი ღირებულებები გვაქვს", - თქვა ობამამ.

კომენტარები