ლოტკინზე ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
ჯერჯერობით, მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შსს-ს განცხადებით, "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".





