რუსთავი 2-ის საქმე

სალია: ხალვაშის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც განჩინებას გავაცნობ

მე არ ვიცი სასამართლოს მოტივაცია, უნდა ჩავიბარო მოტივირებული განჩინება. მერე შემეძლება უფრო დეტალურად ვთქვა - ვეთანხმები, არ ვეთანხმები... მეც სასამართლოსგან გავიგე, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და სხვა მეტი ინფორმაცია არ მაქვს. რომ წავიკითხავ განჩინებას, გეტყვით, დასაბუთებულია თუ არა, წინასწარ ჩემი აზრები უნდა გითხრათ და... სავარაუდოდ, ხვალ დილით ჩავიბარებ, დღეს არ მგონია. ხალვაშის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ჩავიბარებ განჩინებას, გავაცნობ და ვეტყვი - სამართლებრივად რა არის, რა შეიძლება გაკეთდეს, გავასაჩივროთ თუ არა... მას შემდეგ, რაც კონსულტაციებს გაივლის ჩემთან სამართლებრივ ნაწილში. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ტაბულასთან საუბარში რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები