რუსთავი 2-ის საქმე

სასამართლომ R2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ და რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. ნიკა ნარსიას, კახა გაბუნიას, მირიან დეისაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (ხულიგნობის) მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები