საგამოძიებო სამსახური

ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით გაასაღა 2 400 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები