რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: ჭკუა მეყოფოდა, არ შევეხებოდი რ2-ს

შექმნილი სიტუაცია არ არის მთავრობისთვის ხელსაყრელი, ეს არის ხელსაყრელი სწორედ ნაციონალური მოძრაობისთვის. როგორ აწიეს თემა, ნახეთ. ოსტატები არიან. განა არ ვიცოდი, რომ ამას იზამდნენ? ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკდებული, მე მაგის ჭკუა მეყოფოდა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი რუსთავი 2-ს და მერე ეს დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შეგვეყვანა. მე ამის ჭკუა მეყოფოდა. რა მოყვებოდა ამას, ძალიან იოლი დასანახი იყო - ნაციონალური მოძრაობის ხელწერა ხომ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? მათ აქვთ კანონიერი უფლება, იდაონ იმაზე, რაც წაართვეს პოლიტიკურად არავინ არის მთავრობაში ასეთი ბრიყვი. მით უმეტეს ჩემზე აკეთებენ ყველაზე მეტ მინიშნებას. ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო ნაციონალებისათვის. კოზირში ვგულისხმობ განსაკუთრებით ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია. თუ ვინმეს არ მოწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ჩვენ ნამდვილად გვაზიანებს, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო და მხოლოდ სასამართლო

ამბობს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები