თუ ჩემზე და დღევანდელ მთავრობაზე კითხვებია, მე ჭკუა მეყოფოდა, რომ ასეთი აჟიოტაჟის საშუალება არ მიმეცა. იმიტომ კი არა, რომ ეს უკანონოა, იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა ძალიან ცოტაა საქართველოში. მაღლა აწიეს თემა, აქ ასაწევი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, მე პირადად, პოლიტიკურად თავშივე ვეტყოდი მთავრობასაც, მე პირადად ასეთი ბრიყვი არ ვარ, რომ ასეთი კოზირი გადამეგდო მათთვის, რომ აჟიოტაჟი აეწიათ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად ძალიან აზიანებს სახელმწიფოს, მთავრობას, პირადად ჩემს გვარს ატრიალებენ, რამდენსაც გნებავთ. ასეთი აჟიოტაჟის აწევას არ მივცემდი. რუსთავი 2 ჩემთვის საინტერესოა ზუსტად იმ ფორმაში, როგორშიც დღესაა. ჩვენ არჩევნები რეალTV-ით მოვიგეთ. მე პირადად რეალTV ყველაზე მეტს მეხმარებოდა. დღევანდელი რუსთავი 2 რეალTV-სგან არაფრით განსხვავდება. მაგრამ აჟიტირებულია, უფრო მეტია - ხალხი ღებულობს მონაწილეობას.
tbl.ge/vrp
დაკოპირდა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




