რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: 200 სტაბილური მხარდამჭერი ჰყავს რუსთავი 2-ს, 2000-ს აგროვებენ

საზოგადოება დღეს ორ ნაწილადაა გახლეჩილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ძალიან დიდი ნაწილი და უდიდესი ნაწილი. პირობითად ორ ნაწილად, რადგან კიდევ არსებობენ ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც არც ერთს ემხრობიან და არც მეორეს, მაგრამ ისინი ცოტანი არიან, ამიტომ პირობითად დავყოთ. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის აღშფოთებული ამ ცინიზმის მაქსიმუმით, პიკით. ნაციონალური მოძრაობა გამოდის დღეს, მოახერხეს, გადმოიტანეს და ასწიეს ეს თემა, წაიყვანეს სხვა მიმართულებით, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა. გვარამია გახლავთ ეტალონი ამის და რუსთავი 2. ამბობენ, რომ თუ მათ არ მართეს ტელევიზია, საქართველოს საშინელება ემუქრება, თავისუფალი სიტყვის და მედიის ზღვარი გადის აქ. მეორე ნაწილი, გაცილებით მცირე, 200-დან 2000 კაცამდე, 200 სტაბილური მხარდამჭერია ჩემი აზრით თავისუფალი სიტყვის, ვინც რუსთავი 2-ს უდგას, 2000-ს აგროვებენ კრიტიკულ შემთხვევებში, უჭერენ მხარს ამ ნაწილს, რომ ეს ჭეშმარიტად არის ბრძოლა თავისუფალი მედიისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის, ამას სწორედ ასე აფორმებენ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები