რუსთავი 2-ის საქმე

ენმ სასესიო კვირაში პარლამენტში არ მივა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სასესიო კვირაში პარლამენტში არ მივა. ამის შესახებ პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყნის წინაშე, მნიშვნელოვანი საკითხებია პარლამენტში განსახილველი. მათ შორის, ჩვენ გვაქვს საკითხი პენსიის ზრდისა 50 ლარით და მთავრობისთვის ფუფუნების მოკლების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სასაუბროა. მაგრამ ამ წუთში და ახლა ნამდვილად ქვეყანაში დემოკრატიის მომავალი განვითარების, სამართლიანი არჩევნების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება აქ, რუსთავი 2-თან. მივიღეთ გადაწყვეტილება, სასესიო კვირაში არ მივიდეთ პარლამენტში და გვერდში დავუდგეთ რუსთავი 2-ს", - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები