რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი ურთმელიძის განჩინებაზე: პოლიტიკურად ეს ძალიან გვაზიანებს, არ ვმალავ

არ იფიქროთ, რომ სასამართლოს ვაკნინებ ჩემი პოზიციით, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ ურთმელიძემ კონსტიტუცია დაარღვია. თუ ვინმეს არ მოსწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ჩვენ ეს ძალიან გვაზიანებს, მე არ ვმალავ, რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო და მხოლოდ სასამართლო, და შემდეგმა ინსტანციებმა უნდა მოახერხონ და ამაზე პასუხი გასცენ საზოგადოებას და აღარ უნდა დარჩეს არავითარი ეჭვი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორის საქმის შესახებ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

კომენტარები