დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე გახლდათ რუსთავი 2-ს დამფუძნებლები თავის დროზე. მათ დიდი წვლილი აქვთ ამ ტელევიზიის შექმნაში. მათ მოექცნენ ძალიან უხეშად, პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია. შემდგომი გახლდათ ხალვაში - ხალვაშზეც კარგად იცით, პირდაპირი მნიშვნელობით, არათუ მარტო ტელევიზია, მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა გაასწრო საზღვარგარეთ. მეორე მხარეს ისევ გავიხსენოთ გვარამია და მისი ბიოგრაფიაც, რა კავშირი აქვს რუსთავი 2-თან. ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე და ა.შ. ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ვიცით ჩვენც ძალიან კარგად, მაგრამ პროცესების ანალიზი აუცილებელია, კარგად და ღრმად გავაკეთოთ. ისე, პირობითად, საზოგადოება დღეს ორ ნაწილადაა გახლეჩილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ძალიან დიდი ნაწილი და უდიდესი ნაწილი. პირობითად ორ ნაწილად, რადგან კიდევ არსებობენ ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც არც ერთს ემხრობიან და არც მეორეს, მაგრამ ისინი ცოტანი არიან, ამიტომ პირობითად დავყოთ. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის აღშფოთებული ამ ცინიზმის მაქსიმუმით, პიკით. ნაციონალური მოძრაობა გამოდის დღეს, მოახერხეს, გადმოიტანეს და ასწიეს ეს თემა, წაიყვანეს სხვა მიმართულებით, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა. გვარამია გახლავთ ეტალონი ამის და რუსთავი 2. ამბობენ, რომ თუ მათ არ მართეს ტელევიზია, საქართველოს საშინელება ემუქრება, თავისუფალი სიტყვის და მედიის ზღვარი გადის აქ.
tbl.ge/vvp
დაკოპირდა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




