რუსეთი

რუსმა მხატვარმა ФСБ-ს ლუბიანკას კარებს ცეცხლი წაუკიდა

varlamov.ru

მოსკოვში უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე რუსი მხატვარი პიოტრ პავლენსკი დააკავეს. მასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით გადაიყვანეს ტელეკომპანია Дождь-ის ორი ჟურნალისტიც. ისინი მხატვრის პერფორმანსს იღებდნენ.

პავლენსკიმ ლუბიანკას შენობის შესასვლელს ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლმოკიდებული კარების წინ ფოტოც გადაიღო.

ამასთან, პავლენსკიმ გაავრცელა პერფორმანსის ვიდეოკადრები და აღნიშნა, რომ ეს იყო აქცია იმ ტერორის წინააღმდეგ, რომელსაც ФСБ ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ ეწევა.

ლუბიანკას შენობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, ის თავის დროზე სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (КГБ) ეკუთვნოდა. ახლა კი, ეს შენობა ФСБ-ს ეკუთვნის.

კომენტარები