რუსთავი 2-ის საქმე

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბოლოდროინდელი მოვლენები ძალიან გვაშფოთებს

ჩვენი მეგობრობისა და პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, რომელმაც სასამართლო დამოუკიდებლობისა და პლურალისტული მედიის მომავალთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამ გვასწავლა, რომ წარმატებული მხოლოდ ის ქვეყნები არიან, რომლებიც კანონის უზენაესობას ეყრდნობიან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვა, საერთო მიზნისთვის მუშაობის შესაძლებლობა და მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთპატივისცემა ამ პრინციპების განუყოფელი ნაწილია.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები