რუსთავი 2-ის საქმე

ზაქარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, R2 იქნება ისეთივე კრიტიკული, როგორც ყოველთვის

საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია პრაქტიკულად არის საკმაოდ მკაფიოდ გამოკვეთილი კრიტიკული ტელევიზიები და ძალიან მომწონს ეს, სიმართლე რომ გითხრათ. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს არც ფრიდომ ჰაუსის და არც ვინმეს მხრიდან, რომ ეჭვი შეიტანონ, თითქოსდა, მთავრობა, ხელისუფლება ცდილობს, შეაფერხოს კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება ტელევიზიებში. ეს გინდა, რუსთავი ორს ეხებოდეს, გინდა - სხვა ტელევიზიებს. ამიტომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს ამ განცხადების, ეს ერთი. მეორე, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსთავი 2 იქნება აუცილებლად ისეთივე კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის, იმიტომ, რომ მე მოვისმინე ყველა მხარის დამოუკიდებულება რუსთავი ორის და მისი ჟურნალისტების მიმართ და ყველა ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ჟურნალისტებს და იმ პროფესიონალებს, ვინც მუშაობს და ქმნის რუსთავი ორის სახეს, მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე. როგორც რობერტ ჰერმანი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

კომენტარები