რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი დვალზე: შეიძლება მთლად დამოუკიდებელი მმართველი არ გამოვიდეს

ეს არის ის, რაც მე არ მესიამოვნა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მე დიდი ხანი აქ არ ვცხოვრობდი და მე დღეს გავიგე, რომ დვალი დამფუძნებელია, როდესაც მან თქვა, რომ რუსთავი 2 მან და აქიმიძემ დაარსა. მე ეს დღეს გავიგე, როდესაც მას ვუსმენდი და მოვისმინეთ ბატონი ხალვაშის განცხადება, რომ თუ ეს დავა სასიკეთოდ დამთავრდა, მე მას წილებს დავუთმობ. ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო და გასახარელი არ არის, იმიტომ, რომ თუ ურთმელიძეს უნდოდა დამოუკიდებელი მმართველი, აღმოჩნდა რომ შეიძლება მთლად დამოუკიდებელი არ გამოვიდეს, მაგრამ ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არ არის თქვენი საქმე, მოსამართლემ ეს თქვა და ეხლა ვნახოთ რას იტყვის აპელაცია და როგორ წავა არსებითი დავა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე ტელეკომპანია იმედის ეთერში

კომენტარები