რაკი მოსამართლე ურთმელიძემ რაღაც ნოვატორული გაბედა, მოუძებნია ამერიკული გადაწყვეტილებები, პრეცენდენტები მოიყვანა, დაასაბუთა ის თუ რატომ აკეთებდა ამას, ვიღაცას ჰგონია რომ ეს ვიღაცამ უკარნახა. მოსამართლე, გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც დამოუკიდებელია და დამღლელია, რომ მთავრობა არის მუდმივად ეჭვმიტანილის სტატუსის მქონე, რომ რაკი მოსამართლემ რაღაც ნოვატორული გაბედა, აბსოლუტურად ახლებურად, ამერიკულ პრეცენდენტებზე დაყრდნობით. მან ეს გააკეთა. ვინ ურჩია ეს, თვითონ გააკეთა ეს, მართლმსაჯულებაში მიდის ამგვარი ინტელექტუალურ-მეცნიერული პროცესები, თუ რა ხდება მე არ ვიცი. ალბათ უმჯობესი იქნებოდა ის ამ საკითხებს არ შეხებოდა (სარედაქციო პოლიტიკას), რადგან მოსამართლის საქმე ეს პრინციპში არ არის, თუმცა თუ ეს საქმე იქნებოდა განხილული მაგალითად სტრასბურგში... ნოვაციაა, რომ მან ეს იმსჯელა, სტრასბურგში რომ წავიდეს ეს საქმე და უნდა წავიდეს სხვათაშორის, კარგი იქნება რატომ, აი ურთმელიძემ რა ტესტიც ჩაატარა, რეალურად მან ჩაატარა, როგორც მე მივხვდი, ტესტი რომ რა არის უფრო საზოგადოებრივი სიკეთე, სასწორზე შედო სიკეთეები: ქონების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება. იმსჯელა იმაზე, რომ რა არის თავისუფალი ჟურნალისტიკა, მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცეები გააკეთა. მას უწერია, რომ ქონების დაცვაო და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალიო და რაღაც არ მოხდეს დავის მიმდინარეობის პირობებში და მოდი დროებითი მმართველი შევუშვათო. მან ეს ტესტი ჩაატარა, ეხლა საინტერესოა ეს ტესტი, როგორ შეფასდება სააპელაციო სასამართლოში, მერე რას იტვყის სტრასბურგის სასამართლო და როდესაც მშვიდობიანად დამთავრდება რუსთავი 2-ის საქმე, არ არის გამორიცხული ეს იყოს ახალი სიტყვა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში
tbl.ge/s08
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




