რუსთავი 2-ის საქმე

კვაჭანტირაძე: R2-ზე იან კელის განცხადებას ნამდვილად ვერ მივესალმები

ბატონი იან კელის განცხადებას ამ მხრივ ნამდვილად ვერ მივესალმები. მიმაჩნია, რომ ჩვენ არცერთ დონეზე, არც პოლიტიკოსები, არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო ხელისუფლება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ჩართულები არ ვართ. მე ვისურვებდი, რომ ჩემი უღრმესი პატივისცემის გამოხატვის დადასტურებით, ბატონ კელის ჰქონოდა უფრო მეტი კონტაქტები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, მე ვიცი, რომ იგი აქტიურად ხვდება უმცირესობის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ თუ დაინტერესდებოდა ჩვენთან უფრო აქტიური კონტაქტით, უფრო დამადასტურებელ და უფრო სრულყოფილ პასუხებს მიიღებდა ჩვენი პოზიციის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე. ელჩ იან კელის შეფასებით, სააპელაციო პროცესამდე რუსთავი ორის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს.

კომენტარები