რუსთავი 2-ის საქმე

ჰერმანი: მედიაპლურალიზმს უშუალო გავლენა აქვს ასოცირების შეთანხმებაზე

მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი, მედიის თავისუფლება არის საკვანძო ღირებულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი დაახლოებისა საქართველოსთან. ამ თვალსაზრისით, ამას აქვს უშუალო გავლენა ასოცირების შეთანხმებაზე, პირდაპირ კავშირშია მასთან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ განვითარებულიყო სასამართლო სისტემა საქართველოში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის გრანტებისა, რომელიც დაიხარჯა სწორედ იუსტიციის რეფორმაზე. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რეფორმა მოიტანს თავის შედეგებს თანდათან, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს სრული პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის კონტექსტშიც და ასოცირების შეთანხმების კონტექსტშიც.

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნესკონტაქტში. (გამოყენებულია TV მაესტროს თარგმანი).

კომენტარები