რუსთავი 2-ის საქმე

ალასანია R2-ზე: ხელისუფლების ნაბიჯები ძირს უთხრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ღამით, ფარულად და უპრინციპო მოსამართლის ხელით ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და კიდევ უფრო დაძაბა პოლიტიკური ვითარება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედიათავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, არ დაუშვას ძალადობრივი მოვლენების განვითარება, გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია, დადგეს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არგამოყენება. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მმართველ პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. მივმართავ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოთ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ყველა ძალას ვიხმართ, რომ განვმუხტოთ ისტერიული ემოციური ფონი და პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ მშვიდ და გონივრულ გარემოში, რათა არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ფართო კონსულტაციები, მოლაპარაკებები, დიალოგი ვაწარმოოთ ყველა დაინტერესებულ, სტაბილურობაში დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალასთან, ჩვენ დავდგებით ყველა იმ სამართლებრივი, კანონიერი ბერკეტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა და ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ როლს, დღეს განსაკუთრებულად, პრეზიდენტისა და პარალამენტის თავმჯდომარის.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები