რუსთავი 2-ის საქმე

ბერძენიშვილი: საკონსტიტუციო იქცევა ისე, როგორც ენმ-ის ხელისუფლების ნარჩენი

პროცესების სამართლებრივ სივრცეში ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები და ისე ნაჩქარევად, როგორც მიიღო. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქცევა როგორც ხელისუფლების სხვა შტოების ფუნქციების მიმტაცებელი და სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენი, სულაც არ ნიშნავს იმას და ეს სრულიადაც არ არის არგუმენტი რესპუბლიკელებისთვის, რომ ურთმელიძის სახით ჩვენი ხელისუფლება წარმოჩნდეს როგორც ფორმით, ისე შინაარსით ასეთ ხელისუფლებად. რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს, საერთოდ ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მე მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საქალაქო სასამართლოს, რომ პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხები და ეს არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებებს შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხები.

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები