რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებას, ამ შენობას არ დავტოვებ

დღეს სახელმწიფო კაბინეტებში, არამხოლოდ სასამართლოში არამედ იუსტიციის სამინისტროშიც, კონკრეტულად იუსტიციის მინისტრი წულუკიანის კაბინეტში იწერება ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ეს არ არის მოსამართლე ურთმელიძის მიერ დაწერილი გადაწყვეტილება. ქალბატონი წულუკიანიც აუცილებლად პასუხს აგებს სახელმწიფო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. დღეს სახელმწიფო კაბინეტებში იწერება სცენარი, თუ როგორ უნდა ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში იმ ადამიანებმა, ვინც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში აუცილებლად დაკარგავენ. დღეს საქართველოს მომავალი ყოველწუთიერად იმარხება. დღეს ამ მომავლის გადარჩენა შეუძლია არა რუსთავი 2-ს, არამედ ამ ხელისუფლების წყაროს, ხალხს. თუ თქვენ გსურთ, თქვენი მომავლის და თქვენი ხელისუფლების დათმობა, მაშინ იყავით ჩუმად და უყურეთ პროცესებს, თვალყური ადევნეთ და ამით შემოიფარგლეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შვილების მომავალი, თუ მნიშვნელოვანია, საქართველო იხილოთ ევროპული სახელმწიფოების გვერდით, ხმა ამოიღეთ. ხმა ამოიღეთ პირველ რიგში იმათმა, ვინც ამ ხელისუფლებას დაუჭირეთ მხარი 2012 წელს. საქართველოს მომავალი ძალიან სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. რაც შემეხება მე, ვინც არ უნდა გადამაყენოს, მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებას, იმუშავონ თავისუფლად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის ფარგლებში. მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და იძულებით დამატოვებინეთ შენობა

ნიკა გვარამია თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

კომენტარები