იურისტები (და იმედია არაიურისტებიც) მიხვდებიან, სხვა საფუძვლებთან ერთად, რატომ არის უკანონო ბატონი ბიძინას (ურთმელიძის) გამომცხვარი განჩინება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - მუხლი 251. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის განსაზღვრა, აღსრულების უზრუნველყოფა
"თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში."
ანუ თუ მოსამართლეს სურდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, ამის შესახებ უნდა მიეთითებინა იმ გადაწყვეტილებაში, რომლითაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2. ურთმელიძემ ჯერ დააყადაღა რუსთავი 2, შემდეგ TV საქართველო და ამ რეჟიმში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილშიც არ მიუთითა აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. ანუ, ჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება, და შემდეგ "დაუბრუნდა" მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას და "უზრუნველყო" მისი აღსრულება. უტრირება რომ მოვახდინოთ, ურთმელიძემ შესაძლოა ვინმეს სიკვდილიც მიუსაჯოს, ჩაქუჩი (ან ნაჯახი) დაარტყას და ხელიც მოაწეროს ტიტულიან ბლანკზე, მაგრამ ეს არ იქნება კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის საკანონმდებლო სივრცის მიღმა მოქმედება.





