გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო, არ ეფუძნება არცერთ სამართლებრივ ნორმას საქართველოში და არის სრულიად დაუსაბუთებელი. დიახ, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვაწყობთ აქ, რუსთავი 2-ის ეზოში ან რუსთავი 2-ის შენობაში, ამას აწყობს ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება არის არამხოლოდ ხელისუფლების დამხობა, არამედ არის ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მისი კრიმინალური გუნდი ამ გადაწყვეტილებით ითვისებს ხელისუფლებას, რომელსაც ისინი უპირობოდ დაკარგავენ 2016 წელს, როდესაც მედია არის პლურალისტული და ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანის შანსი. ეს გადაწყვეტილება არის კრიმინალური და მასში ჩართულია პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. სამწუხაროდ მოსამართლე ურთელიძემ მოახერხა ის, რომ სრულიად ტოქსიკური გახადა სასამართლო კორპუსი. ურთმელიძემ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მოუწყო საქართველოში სიტყვის თავისუფელაბას და დემოკრატიას, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას.
tbl.ge/lzm
დაკოპირდა

ნიკა გვარამია მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




