რუსთავი 2-ის საქმე

მშვენიერაძე: ურთმელიძემ გამოხატვის თავისუფლებას დიდი ბოქლომი დაადო

განჩინება, რომელსაც გავეცანი და ვნახე არის უპრეცედენტო საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, რადგანაც ვერავინ საქართველოში ვერ მოძებნის მსგავსი შინაარსის განჩინებას, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. გადაწყვეტილება, განჩინება, რომელიც მიიღო თამაზ ურთმელიძემ არამხოლოდ სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უპრეცედენტოა, არამედ არის ცინიზმით აღსავსე, სადაც თითქოსდა მის არგუმენტებს ამტკიცებს და ასაბუთებს აშშ-ის სხვადასხვა შტატის სასამართლო პრეცედენტები. ეს სწორედ იმიტომაც არის ცინიკური, რომ აშშ-ის დემოკრატიას ფუნდამენტად უდევს გამოხატვის თავისუფლება და თითქოსდა მისი სასამართლო გადაწყვეტილებებით სურს შეემოასაღოს საზოგადოებას ბატონმა ურთმელიძემ საკუთარი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, დღეს დაადო დიდი ბოქლომი.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღევანდელი განჩინებით, რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადააყენა და დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დანიშნა.

კომენტარები