რუსთავი 2-ის საქმე

ადვოკატი: განჩინების გასაჩივრების უფლება მხოლოდ საყევარიშვილს და დვალს ექნებათ

ამ განჩინებაში წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს ეს განჩინება და რუსთავი 2-ს აქვს გასაჩივრების უფლება, თუმცა ძალიან საინტერესო მომენტი არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა პირს, რომელმაც შეიძლება გაასაჩივრონ ეს განჩინება, შეგვიწყდა უფლებამოსილება. ერთადერთი, გასაჩივრება შეეძლება რევაზ საყევარიშვილს და დვალს. სურპრიზი არ იქნება, რომ მათ გასაჩივრების სურვილი არ ექნებათ. რეალურად ურთმელიძემ ყველანაირი სამართლებრივი ზომა გადაგვიჭრა, რითიც რუსთავი 2-ს შეეძლო ებრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩემი ინფორმაციით, რეეესტრმა ეს გადაწყვეტილება უკვე დაარეგისტრირა. თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს, მოსამართლედ წოდებულ თამაზ ურთმელიძესთან. გამოდის, რომ პაატა სალიასა და ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრება ისევ და ისევ ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას შეუძლიათ, რაც სრულიად აბსურდი და გაუგონარი რამ არის.

რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით

კომენტარები