საკონსტიტუციო სასამართლო

მშვენიერაძე: არ შეიძლება კანონში რაიმეს საზომად იყოს გამოყენებული მორალი

ის განმარტება, რომელიც სასამართლომ გააკეთა, მე ვფიქრობ, სხვა პრინციპებსაც ეწინააღმდეგება, გარდა იმისა, რომ მორალის კატეგორიებში არ ჯდება. კერძოდ, როცა საუბარია იძულებით დადებულ გარიგებაზე და მას აქვს სპეციალური ნორმა სამოქალაქო კოდექსში, სასამართლომ სწორედ სპეციალური ნორმა უნდა გამოიყენოს საკითხის გადასაწყვეტად და მასთან არსებული ხანდაზმულობის ვადა და არ უნდა ეცადოს, თავი აარიდოს იმ ნორმების გამოყენებას და რაღაც ახალი ნორმა იპოვოს. ეს კარგად აჩენს სასამართლოს დამოკიდებულებას, რომ სინამდვილეში იმიტომ კი არ იყენებს ამ ნორმებს, რომ ამ ნორმებით მართლა რეგულირდება ეს საკითხი, არამედ იყენებს იმიტომ, რომ ნორმა, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს მისთვის უკვე პოლიტიკური მოტივებით დაწერილი გადაწყვეტილების სამართლებრივად შესაფუთად იქნებოდა გამოუსადეგარი. მაგალითად, დავსვათ ასეთი რიტორიკული კითხვა - არის თუ არა მორალური ადამიანის ძვლებით ვაჭრობა? ალბათ ყველა ვიტყვით, რომ არ არის ეს მორალური. და გარდაცვლილი ადამიანის სხეულის ნაწილის გაჩუქება თუა მორალური? რა თქმა უნდა არა, ვიტყვით, მაგრამ თუკი ალექსანდრე ნეველის ძვალს ჩუქნის ჩვენს საპატრიარქოს ვინმე, ეს მორალურია ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ, რითი ვხელმძღვანელობთ აქ, რა არის მორალურის კრიტერიუმი, მორალის კატეგორია, არის ძალიან რთული. არის თუ არა მორალური, რომ ადამიანმა დედა უარყოს? ალბათ ჩვენი საზოგადოებისთვის ამორალურია და იმ მოსამართლეს რამდენად აქვს შეფასების უფლება ამორალურად მიიჩნიოს გარიგება, როცა ერთ საკითხზე, რომელზეც საზოგადოება მორალურადაც და კანონითაც ვთანხმდებით, რომ დედა ოჯახის წევრია, ამბობს, რომ ის მისი ოჯახის წევრი არ არის. ზოგადად სამართალში არ შეიძლება კანონში რაიმეს საზომად იყოს გამოყენებული სიტყვა ზნეობა და მორალი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან შეფასებადი კატეგორია, დინამიკური, ცვლადი და არ შეიძლება, გარიგების მხარემ ჩემი ქცევა შეუსაბამოს წინასწარ რაიმე მორალურ წესებს, რომელიც მოქმედებს საზოგადოებაში. მე შეიძლება ამ მორალს საერთოდ არ ვცნობ, მორალი ხომ ინდივიდუალურია, ჩემთვის რაა მორალური და სხვისთვის რაა მორალური. როგორ შეიძლება, ამით შევაფასო.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ტაბულაში, გადაცემა თეორემაში სამოქალაქო კოდექსში ამორალური გარიგების შესახებ მუხლზე

კომენტარები